Privacy Policy
„ქუქი“ პოლიტიკა
Cookie ფაილები და მათი გამოყენების პრინციპები
Cookie ფაილები – ანუ ვებ ჩანაწერები, წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ხელს უწყობს ვებგვერდის ოპტიმალურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ეს ფაილები ინახება თქვენს მოწყობილობაში და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი წაშლა;
Cookie ფაილების კატეგორიები
აუცილებელი Cookie ფაილები – საჭიროა ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად, გვერდებზე ნავიგაციისა და დაცული მოხმარებისთვის;
ფუნქციონალური Cookie ფაილების ძირითადი მიზანი არის მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული გარკვეული არჩევანის შენახვა, რათა მას ყოველ ვიზიტისას ხელახლა არ მოუწიოს ამ პარამეტრების დაყენება, მაგალითად, ვებგვერდის გამოყენების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე თანხმობის გამოხატვა;
ანალიტიკური Cookie ფაილები ინახავს მონაცემებს ვებგვერდისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ, იმის მიხედვით, თუ ვებგვერდის რომელი ნაწილებთან და ელემენტებთან აქვს მომხმარებელს კონკრეტული ინტერაქცია;
Cookie ფაილების წაშლის პროცედურა
Cookie ფაილების წაშლა შესაძლებელია თქვენი მოწყობილობის ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის მეშვეობით. Cookie ფაილების წაშლის შემდეგ ვებგვერდი განაახლებს მოთხოვნას Cookie პოლიტიკასა და გამოყენების პირობებზე შეთანხმების გამოხატვისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
შპს ტექსონი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
კომპანია იყენებს ყველა საჭირო ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების დაცვისთვის. ვებგვერდზე თითოეული მოქმედება ლოგირებულია, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემთა დათვალიერებისა თუ ცვლილებების კონტროლს.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, მათ შორის, არაავტორიზებული და უკანონო ხელმისაწვდომობის, ასევე შემთხვევითი დაკარგვის, დაზიანებისა და განადგურების პრევენციის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის გამოვლენისას, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს.
მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები
თუ კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშს დაარეგისტრირებთ, ტექსონი იღებს პასუხისმგებლობას თქვენს ანგარიშში არსებული მონაცემების დაცვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად.
პლატფორმის ოპერირება
შპს „ტექსონი” არის www.blueb.ge-ს პლატფორმის ოპერატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ტექსონი არის პასუხისმგებელი მონაცემების აკუმულირებასა (მონაცემთა მონიტორინგი) და დაცვაზე.
მონაცემთა დაცვის ინფორმაციის სტრუქტურა
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის დასახელება და მისამართი:
შპს „ტექსონი”
ს/კ 406503458
მის: საქართველო, ქ.თბილისი, ოძისის N4
ელ-ფოსტა: info@blueb.ge
მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
3.1 ხელშეკრულების დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა
3.1.1 მონაცემთა უზრუნველყოფა კონტრაქტის გაფორმების პროცესში
თუ რეგისტრაციას გაიარებთ ტექსონის პლატფორმაზე ან ხელშეკრულებას გააფორმებთ კომპანიასთან, ტექსონი ხელშეკრულების დასადებად, შესასრულებლად ან დასაწყვეტად დაამუშავებს შემდეგ პირად მონაცემებს:
- Name
- მიწოდების მისამართი
- ელ.ფოსტა
- დაბადების თარიღი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
- ინფორმაცია განთავსებული შეკვეთების შესახებ
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:
„ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;“
„გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;”
„ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.”
თქვენსა და ტექსონს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების განსახორციელებლად, ასევე, საჭიროა შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
შეძენილი საქონლის მიწოდების მიზნით აღნიშნული მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორ ლოჯისტიკურ და საკურიერო კომპანიებს.
თქვენი ვიზიტისას ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მონაცემები ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტურობის დადგენა. თუმცა, თქვენი პროფილიდან შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:
- თქვენი „IP” მისამართი ან პროქსი სერვერის „IP მისამართი;
- თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი;
- თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი;
- თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი, ზოგჯერ ფიქსირდება თქვენი ISP კავშირის კონფიგურაციის მიხედვით;
- ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო;
- თქვენი სესიის ხანგრძლივობა;
- ტექსონის ის გვერდები, რომლებზეც ინახავთ;
- ჩვენს საიტზე შესვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში;
- URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ვებსაიტი, რომელმაც გადმოგნიშანათ ჩვენს საიტზე;
- ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი.
3.2 საკურიერო კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება
შეკვეთის ადგილზე მიწოდებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომელთაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:
- Name
- საფოსტო კოდი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტით:
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.”
3.3 მონაცემების მიმღების კატეგორიები
3.3.1 მონაცემების განმმუშავებელი
ტექსონი იყენებს სხვადასხვა სერვის პროვაიდერებს თქვენი მონაცემების დასამუშავებლად. დამმუშავებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა უწყება, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ტექსონის სახელით. დამმუშავებლები არ იყენებენ მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის – ისინი მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ტექსონის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად.
მაგალითი 1: თუ ტექსონისგან პროდუქტს ყიდულობთ, სხვა მონაცემებთან ერთად, კომპანიას აწვდით თქვენი ელ.ფოსტის მისამართს. ტექსონი ამ ინფორმაციას იყენებს შეკვეთის დადასტურების გასაგზავნად. ამის უზრუნველსაყოფად, თქვენი ელ.ფოსტის მისამართი გადაეცემა სერვისის პროვაიდერს, რომელიც თქვენს სახელზე შეკვეთის დადასტურებას აგზავნის. ამ პროცესში სერვისის პროვაიდერი ამუშავებს თქვენს ელ.ფოსტის მისამართს ტექსონის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.
მაგალითი 2: თუ გაქვთ შეკითხვა, მაგალითად, შეკვეთასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ტექსონის ქოლცენტრს. მომხმარებელთა მომსახურებისთვის ტექსონი იყენებს გარე ქოლცენტრის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც ამუშავებენ თქვენს მონაცემებს ტექსონის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.
3.3.2 სხვა მესამე პირები
ტექსონი, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მომსახურების მიწოდებისა და სხვა მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ტექსონი მათ გაუზიარებს პერსონალურ მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების სრულყოფილი გაწევა (მაგალითად, ინფორმაცია გადაეცემა მწარმოებლებს ან მიმწოდებლებს პროდუქტის გაწვევის („რიქოლის”) შემთხვევაში).
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ და ი ქვეპუნქტებით:
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
3.4 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის
შპს „ტექსონი” (ს/კ 406503458) თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია დაამუშაოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებზე.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.”
კანონის შესაბამისად, „ტექსონი” (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
ამ ვალდებულების შესასრულებლად, „ტექსონი” ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
თუ გსურთ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების თანხმობის გაუქმება, შეგიძლიათ შეტყობინება გაგზავნოთ თქვენ მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@blueb.ge
3.5 მონაცემთა დამუშავება თაღლითობის პრევენციის მიზნით
მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის რისკების შემცირების მიზნით, ჩვენი სერვისების მომხმარებლებთან დაკავშირებული მონაცემები გადაცემის პროცესში კოდირებულია. ეს ეხება როგორც შეკვეთას, ასევე, მომხმარებლის ანგარიშზე რეგისტრაციას.
მონაცემთა კოდირება ხორციელდება დაშიფვრის სისტემით SSL (Secure Socket Layer) გამოყენებით, რაც მესამე პირებს მონაცემებზე წვდომას ზღუდავს.
კიბერ შეტევებისგან დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ დაყრდნობით უსაფრთხოების სპეციალურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მუდმივად ამოწმებენ ჩვენს სისტემებსა და საიტზე რეგისტრირებულ ანომალიებს.
მაგალითად, შეკვეთის განთავსებისას თქვენ მიერ უზრუნველყოფილი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსონის მიერ იმის შესამოწმებლად, მოხდა თუ არა შეკვეთის არასტანდარტული პროცესი (მაგალითად, მასიური რაოდენობით საქონლის ერთდროულად შეკვეთა იმავე მისამართზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით).
ჩვენ, ასევე, ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები მონაცემთა დაკარგვისა და განადგურებისგან, ასევე, მომხმარებელთა მონაცემების უნებართვო წვდომისა თუ გავრცელებისგან. ამ გზით ვცდილობთ, რომ არაავტორიზებული წვდომის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს, რადგან თქვენი მონაცემების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, ჩვენ, ისევე როგორც სხვა კომპანიები ვერ უზრუნველვყოფთ აბსოლუტურ დაცვას.
ეს პროცესები გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი და თავიდან ავიცილოთ თაღლითობისგან გამოწვეული ზიანი. მონაცემთა დამუშავება ასევე ემსახურება თქვენი ინტერესების დაცვას – თუ მესამე პირებს უკანონოდ აქვთ მოპოვებული თქვენი მონაცემები და ცდილობენ ოპერაციების განხორციელებას თქვენს სახელით, სისტემა შეძლებს მათი იდენტიფიცირებას.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ზ და ი ქვეპუნქტებით:
ზ) “მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.”
ი) “მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი”.
4. საიტზე ხელმისაწვდომობა და საიტის ოპტიმიზაცია ("ქუქი" ფაილები)
4.1 ქუქი და მოწყობილობების იდენტიფიკატორი – ზოგადი ცნობები და თანხმობის აუცილებლობა
ვებსაიტი გამოიყენებს შემდეგი სახის “ქუქის” და მსგავს ტექნოლოგიებს:
ჩვენი ვებგვერდი იყენებს “ქუქის” (Cookies) და მსგავს ტექნოლოგიებს. “ქუქი” წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილს, რომელიც ავტომატურად იქმნება თქვენი ვებბრაუზერის მიერ და ინახება თქვენს მოწყობილობაზე (კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი და სხვ.).
ქუქი ფაილში შეტანილია ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სპეციფიკურ მოწყობილობასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ მივიღებთ ცნობებს თქვენი პირადობის შესახებ.
გარკვეული “ქუქი”, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, იშლება ბრაუზერის სესიის დასრულებისთანავე (ე.წ. სესიის “ქუქი” ფაილები). ამის მეშვეობით ვახერხებთ, მაგალითად, საყიდლების კალათის ჩვენებას, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პროდუქტი გაქვთ ამჟამად შერჩეული და რა არის თქვენი შესყიდვის მიმდინარე საერთო ღირებულება.
სხვა “ქუქი” ფაილები უფრო ხანგრძლივად ინახება თქვენს მოწყობილობაზე და იძლევა საშუალებას, მომდევნო ვიზიტისას გავიცნოთ თქვენი მოწყობილობა (ე.წ. მუდმივი ან ჯვარედინი “ქუქი” ფაილები). ეს “ქუქი” ფაილები ეხმარება ჩვენ, გავხადოთ ჩვენი შეთავაზებები თქვენზე ადაპტირებული და უფრო მომხიბლავი.
ზემოხსენებული “ქუქი” ფაილები აუცილებელია ვებგვერდის ოპტიმალური მუშაობისა და ნავიგაციისთვის. ისინი ასევე ინახავს თქვენ მიერ შეყვანილ რამდენიმე მონაცემსა და პარამეტრს, რათა არ დაგჭირდეთ მათი განმეორებით შეყვანა და ტექსონის კონტენტი უკეთ მორგებულ იქნეს თქვენს მოთხოვნებზე. აუცილებელი “ქუქი” ფაილების გარეშე ვებგვერდის გამოყენება შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდულ იქნეს.
ტექსონი იყენებს შემდეგი სახის “ქუქი” ფაილებს:
- Session Cookies (სესიის “ქუქები”): ხელს უწყობს ვებგვერდს, ამოიცნოს მომხმარებელი და მიიღოს ცნობები ვებგვერდზე მისი აქტივობების შესახებ. ეს “ქუქები” ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის საიტზე აქტივობების ხანგრძლივობის შესახებ და როდესაც ბრაუზერი იხურება ეს “ქუქი” ფაილები ასევე იშლება.
- Permanent Cookies (მუდმივი “ქუქი”): მუდმივი „ქუქი-ფაილები” ოპერაციულ სისტემაში რჩება ბრაუზერის დახურვის შემდეგაც. მაგალითად, ამ „ქუქი-ფაილებს” შეუძლია პაროლებისა და საიტზე ხელმისაწვდომობის პარამეტრების დამახსოვრება.
- First party cookies (პირველი პირის “ქუქი”): ეს „ქუქი-ფაილები” საიტის მეშვეობით რეგისტრირდება, იმახსოვრებს თქვენ მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს (მაგალითად, საიტის ენას) და ეხმარებათ მომსახურების მარტივად მიღებაში.
- Third party Cookies (მესამე პირების “ქუქი”) მესამე პირების მეშვეობით აანალიზებს თქვენს აქტივობას საიტზე, რათა შემდგომში წარგიდგინოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზებები.
- ვებგვერდის წარმადობა და ანალიტიკა (Web Performance და Analytics): ვებგვერდის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ შესაბამის ინსტრუმენტებს სტატისტიკის შეგროვებისა და მომხმარებელთა ზოგადი ქცევის გასაანალიზებლად. ასევე, ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა შევაფასოთ ჩვენი სხვადასხვა მარკეტინგული არხების ეფექტურობა.
ტექსონი აგროვებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ ამ თანხმობას გამოხატავთ ბანერზე მითითებული ტექსტის მიღებით: „საიტით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით „ქუქი-ფაილების” გამოყენებას.” თუ განაგრძობთ საიტით სარგებლობას ან დააჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,” თქვენ ეთანხმებით, რომ ტექსონი შეინახავს მონაცემებს თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითად, „ქუქი-ფაილების” დაყენებით) ან მიიღებს მონაცემებს თქვენი მოწყობილობიდან.
„ქუქი-ფაილების” დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;”
„ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.”
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული: „ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე”, ორგანიზაციას ეძლევა უფლებამოსილება შეინახოს და განახორციელოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება მარკეტინგული ღონისძიებებისთვის.
შპს „ტექსონს” (ს/კ 406503458) თქვენი ნებართვის საფუძველზე უფლება აქვს შეინახოს და განახორციელოს თქვენი მონაცემების დამუშავება მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, რაც მოიცავს ნოტიფიკაციების გაგზავნას კომპანიაში მიმდინარე პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ, სხვადასხვა კომუნიკაციური პლატფორმების მეშვეობით.
მონაცემები, რომელთაც ვამუშავებთ:
- სახელი / გვარი
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ. ფოსტის მისამართი
კანონმდებლობის შესაბამისად, როდის წყვეტს ტექსონი მონაცემთა დამუშავებას
მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე უფლება მქონე და პასუხისმგებელი ორგანიზაცია, შპს „ტექსონი” ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებით, მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი განაცხადის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
მარკეტინგული ღონისძიებებისათვის მონაცემების დამუშავების ნებართვის გაუქმების მსურველმა მომხმარებელმა მის მიერ სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული ელ. ფოსტის მეშვეობით უნდა გააგზავნოს ელექტრონული წერილი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@blueb.ge
მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებები
ვემოთ მოცემული უფლებების განსახორციელებლად მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) მის ანგარიშზე რეგისტრირებული ელ. ფოსტით უნდა გამოგვიგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@blueb.ge
მოცემულ უფლებებში ტერმინები „ამ კანონის“ და „კანონის“ ნიშნავს საქართველოს კანონს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. იხილეთ კანონი შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5827307?publication=5
“პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისას მოხმარებელს/პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებია:
მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
- მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება
- თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საფასურის დადგენის და მისი ოდენობის გონივრულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 15. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
- მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
- თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მონაცემთა სუბიექტს.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტისთვის შეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება.
- თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა განახლებისა და შევსების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.
- ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან გონივრულ ვადაში გაასწორონ, განაახლონ ან/და შეავსონ მონაცემები.
მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
- არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
- მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
- მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
- ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში დამატებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.
- ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება და წაშალონ ან გაანადგურონ მონაცემები.
მუხლი 17. მონაცემთა დაბლოკვის უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
- მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
- მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
- მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
- მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
- არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
- კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
- ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას.
- მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა განბლოკვის შესახებ, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
- მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;
- კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
მუხლი 18. მონაცემთა გადატანის უფლება
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
მუხლი 19. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
- ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
- აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
- გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
- მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.
მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა.
- მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
- მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
- მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.
- მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.
- მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 22. გასაჩივრების უფლება
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.