საგარანტიო პოლიტიკა
საგარანტიო მომსახურება:
- საგარანტიო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გულისხმობს მომხმარებლის უფლებას ნივთის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება, შეცვლა, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნივთი ნაკლიანი აღმოჩნდება.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა შპს “ტექსონის” მხრიდან შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. ამ მომსახურებაზე უარის თქმა შეუძლია კომპანიას იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის ბუნებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.
- შეკეთების ან შეცვლის განხორციელება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, რომელიც არ აღემატება 15 სამუშაო დღეს. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთიდან შეძენის ან ნივთის მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში, შეკეთების ვადა 30 სამუშაო დღემდე იზრდება.
- შპს “ტექსონი” ნივთის უსასყიდლო შეკეთების ან შეცვლის ფარგლებში ყველა ხარჯს იღებს თავის თავზე. ასეთი ხარჯები მოიცავს ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ღირებულებას, რაც საჭიროა ნივთის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- ნივთის ფასის შემცირების ან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს შემდეგ შემთხვევებში:
- გონივრულ ვადაში საქონლის შეკეთება ან შეცვლა ვერ ხერხდება;
- შპს “ტექსონმა” გონივრულ ვადაში ნივთი ვერ შეაკეთა ან ვერ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი წაართვა;
- შპს “ტექსონის” მხრიდან საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს.
- ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.
- ხელშეკრულებიდან გასვლა მომხმარებლისთვის დაუშვებელია, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
- ნივთის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებრივ პირობებთან შესაბამისობის დროს;
- ნივთის ან მომსახურების ხელშეკრულებრივ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- ნივთის ნაკლის აღმოფხვრის ალტერნატიული გზები, რომლებიც მომხმარებლისთვის შეფერხების გარეშე შეიძლება განხორციელდეს.
- საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- საგარანტიო ვადის ამოწურვა;
- საგარანტიო ბარათის არქონა / დაკარგვა და შეძენის იდენტიფიცირების სხვა გზის არარსებობა;
- პროდუქტზე მონაცემების წაშლა, შეცვლა ან გადაკეთება;
- ნივთზე სერიული ნომრის ან კოდის წაუკითხაობა;
- პლომბის ან ლუჟის დაზიანება ან ამძვრალობა;
- მოწყობილობაზე ვიზუალური ან მექანიკური დეფექტის / დაზიანების არსებობა;
- მოწყობილობის მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის გამოყენება;
- მოწყობილობის დაშლა (გახსნა) თვითნებური შეკეთების ან სხვა მიზნით;
- კომპიუტერული ვირუსით ან შეუსაბამო ფაილებით გამოწვეული დაზიანება;
- მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით გამოწვეული დაზიანება;
- ექსპლუატაციის და შენახვის წესებისა და პირობების დარღვევით გამოწვეული დაზიანება.
- მომსახურე სერვის ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას მოწყობილობაში მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის შენახვაზე.
კომერციული გარანტიის პირობები
- ამ თავში კომპანიის მიერ განსაზღვრული წესები არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას ისარგებლოს კანონით დადგენილი 2 წლიანი გარანტიის პირობებით.
- ნივთის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
- ნივთის გახსნისთანავე, შეძენის მომენტში, შპს “ტექსონის” წარმომადგენლის თანდასწრებით ვიზუალური დეფექტის დაფიქსირება;
- შეძენილ ნივთზე შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ქარხნული დეფექტის აღმოჩენა (ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი არ იგულისხმება), მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთის წარდგენა კომპანიაში და ქარხნული დეფექტის შეცვლის აქტით დადასტურება;
- ნივთის შეუძლებლობა იქნეს შეკეთებული საგარანტიო ვადაში წარდგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა; სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთიდან შეძენის ან ნივთის მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ვადა 30 სამუშაო დღეს შეადგენს.
- ნივთის შეცვლა ხორციელდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ განსხვავების დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთით, რომელიც შეცვლის მომენტში შპს “ტექსონს” გაყიდვაში აქვს. ნივთის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის მიერ შეძენისას გადახდილი ფასიდან.
დისტანციურად შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების პირობები
- დისტანციური ხელშეკრულების ან მაღაზიის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას მომხმარებელი უფლებამოსილია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით (ნივთის ტრანსპორტირება, დემონტაჟი და სხვა) დაუბრუნოს ნივთი შპს “ტექსონს”, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 30 ლარს.
- ნივთის ვიზუალური დათვალიერებაზე მომხმარებლის მხრიდან უარყოფის შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის ვიზუალურ დაზიანებაზე.
ზოგადი რეკომენდაციები
- გთხოვთ, შეძენილი ნივთი ვიზუალურად დაათვალიეროთ შეძენის მომენტშივე, ვინაიდან თქვენ მიერ შეძენილი ნივთი მომავალში შეიცვლება მხოლოდ თავდაპირველი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში.
- გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება არ არის რეკომენდებული. ეს გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს “წყალგამძლეობას”. მოწყობილობაში წყლის/სითხის შეღწევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნების მკაცრი დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობაში სითხე/წყალი შევა. მოწყობილობაში წყლის/სითხის შეღწევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას მოწყობილობის შემდგომი საგარანტიო მომსახურებაზე.
- გთხოვთ, თქვენი მოწყობილობა საჭიროზე მეტი ხნით არ დატოვოთ დამტენზე.
- დამატებითი დამტენი ბლოკის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ახალი დამტენი ბლოკის ვოლტაჟი (V-იგივე) და ამპერაჟი (A-იგივე ან მეტი) უნდა ემთხვეოდეს თქვენი ნივთის ვოლტაჟს და ამპერაჟს.
- თქვენი მოწყობილობის გამართული მუშაობისათვის გთხოვთ გამოიყენოთ ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა, საოფისე და სხვა პროგრამები.