შპს "ტექსონის" სავაჭრო პოლიტიკა

პრეამბულა

აღნიშნული სავაჭრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზანია შპს “ტექსონსა” (შემდგომში – “ტექსონი”) და მომხმარებლებს შორის იურიდიული ურთიერთობების საფუძვლების ჩამოყალიბება, ორთაშორისი პატივისცემითა და ღირსეულობაზე დაფუძნებული კომუნიკაციის კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ასევე მომხმარებელთა კანონიერი მოლოდინის დაცვა, რათა “ტექსონთან” კომუნიკაციის პროცესში მათ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ უკანონო და უსამართლო მოპყრობისგან დაცვა.
აღნიშნული სავაჭრო პოლიტიკა შიცავს მომხმარებლებთან სარეწის შიგნით კონტრაქტების ფორმალიზების საერთო პრინციპებს და დისტანციური მეთოდების გამოყენებითა და სარეწის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებების რეგულირების წესებს, რომელთა იურიდიული საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

ტერმინოლოგია

აღნიშნულ სავაჭრო პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს შემდეგი განმარტებები გააჩნია:
“ვებ-საიტი” – ნიშნავს www.blueb.ge, რომლის საშუალებითაც ხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია ან/და სერვისების შეთავაზება/მიწოდება;
“პროდუქცია” − ყველა სახის მოძრავი ნივთი, ასევე მასში მოქცეული ან/და ციფრული ფორმით დისტრიბუციის ქონებრივი სიკეთე;
“კომპანია” ან “მოვაჭრე” – შპს “ტექსონი” (იურიდიული მისამართი: თბილისი, ოძისი N4; ფაქტიური მისამართი: თბილისი, ოძისი N4; საიდენტიფიკაციო ნომერი: 406503458; ელ. ფოსტა: info@blueb.ge; ტელ: +995 558 66 02 80), რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც არის www.blueb.ge ვებ-საიტის მფლობელი;

“მომხმარებელი” – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს ან შემდგომში იყენებს პროდუქციას ძირითადად პერსონალური მოხმარების მიზნისთვის და არა კომერციული, საწარმოო, ოფიციალური ან სხვა პროფესიონალური საქმიანობის განხორციელებისათვის როგორც სარეწის ფარგლებში, ისე სარეწის გარეთ, ასევე “ტექსონის” ვებ-საიტზე www.blueb.ge რეგისტრაციის მეშვეობით;
“მხარეები” – ნიშნავს “ტექსონსა” და მომხმარებელს;
“პროფილი” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ “ტექსონის” ვებ-საიტზე დარეგისტრირებულ ანგარიშს;
“რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ “ტექსონის” ვებ-საიტზე სპეციფიკური პროცედურის გავლას და პროფილის ფორმირებას პროდუქციის შეძენის ან/და სერვისის მიღების მიზნისთვის;
“აუთენტიფიკაცია” – მომხმარებლის მიერ “ტექსონის” ვებ-საიტზე რეგისტრირებული პროფილის საშუალებით განხორციელებული მოქმედება;
“დისტანციური კონტრაქტი” − კონტრაქტი, რომელიც გაფორმებულია “ტექსონსა” და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან მრავალი მეთოდის გამოყენებით, დისტანციური შესყიდვის ან სერვის-მიწოდების ორგანიზებული სისტემის ფარგლებში და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მყიდველის ფიზიკურ თანდასწრებას. ამასთან, კონტრაქტი დისტანციურ კონტრაქტად არ განიხილება, თუ მომხმარებელი და “ტექსონი” კონტრაქტის პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და კონტრაქტი დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა;
“სარეწი” − ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი, სადაც “ტექსონი”, რეგულარულად, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
“გარანტიული მომსახურება” – ნიშნავს “ტექსონის” ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დეფექტური პროდუქციის უფასო და აუცილებელ რემონტს გარანტიულ ბარათში მითითებული წესების მიხედვით;
“პირადი მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენთიფიკაცია პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის დამახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით;

I. თავი - კონტრაქტების ფორმალიზების საერთო პრინციპები

“ტექსონის” მიერ მომხმარებელს უზრუნველყოფილი ექნება სრული ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომელზეც იგი ინტერესს გამოხატავს. ამისთვის, კომპანიის ტექნიკური პერსონალი ფლობს შესაბამის კვალიფიკაციასა და ცოდნას, რათა მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მწარმოებლის, ძირითადი მახასიათებლებისა და პარამეტრების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების გარდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ინტერესს გამოხატავს პროდუქციის შეძენის მიმართ, შეძენილი ნივთი ტექნიკური პერსონალის მიერ მომხმარებელთან ერთად განიხილება და თავდაპირველად შემოწმება ვიზუალურ ნაკლზე. მხოლოდ ამის შემდეგ, ხორციელდება მომხმარებლის თანდასწრებით ნივთის ტესტირება, მისი შემოწმება ტექნიკურ მუშაობაზე.

1. პროდუქციის მიწოდების ვადები

“ტექსონი” ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქცია დაყოვნების გარეშე, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, თუ კონტრაქტით სხვაგვარად არ არის დადგენილი და მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმირებულია და ეთანხმება.
იმ შემთხვევაში, თუ “ტექსონმა” ვალდებულება ამ წერილის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუნიშნოს “ტექსონს” რეალისტური დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას კონტრაქტზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ამ წერილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ ცხადია, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა კონტრაქტის შესრულება პროდუქციის დროულ მიღებას დაუკავშირა.
თუ მომხმარებელს პროდუქცია იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, “ტექსონი” ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ.

2. პროდუქციის მიწოდების ვალდებულება

“ტექსონი” ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისი პროდუქცია.
პროდუქცია კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამის პროდუქციად ითვლება:
ა) თუ იგი შეესაბამება “ტექსონის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც “ტექსონის” მიერ მომხმარებლისთვის წარმოდგენილ პროდუქციის ნიმუშს ჰქონდა;
ბ) “ტექსონის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, პროდუქცია კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამის პროდუქციად ითვლება, თუ იგი შესაფერისია იმ მიზნისთვის, რომლის შესახებაც მომხმარებელმა “ტექსონს” კონტრაქტის გაფორმების დროს აცნობა და რომელსაც “ტექსონი” დათანხმდა;
გ) თუ მომხმარებელი “ტექსონს” არ აცნობებს იმ მიზნის შესახებ, რომლისთვისაც მას სურს პროდუქციის გამოყენება, მაშინ პროდუქცია კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ითვლება, თუ იგი შესაფერისია იმ მიზნისთვის გამოყენებისათვის, რომლისთვისაც იგი ჩვეულებრივ გამოიყენება.
თუ პროდუქციის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, პროდუქცია კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესაბამის პროდუქციად ითვლება, თუ მას აქვს ამ კატეგორიის პროდუქციის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული კატეგორიის პროდუქცია, ამასთან, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეეძლო ჰქონოდა პროდუქციის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა “ტექსონმა”, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამისა ან/და ეტიკეტის საშუალებით.
“ტექსონის” მიერ ან მისი პასუხისმგებლობით პროდუქციის არასწორად ინსტალაციის შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება პროდუქციის კონტრაქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ პროდუქციის ინსტალაცია კონტრაქტის ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ პროდუქციაზე, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დააინსტალიროს და რომელიც პროდუქციისთვის თანდართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ან დაინსტალირდა.
ამ წერილის მიზნებისთვის პროდუქცია ნაკლის მქონე პროდუქციად არ ითვლება, თუ კონტრაქტის გაფორმების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ პროდუქციას ნაკლი ჰქონდა.
“ტექსონს” არ დაეკისრება პასუხისმგებლობა პროდუქციის ან სერვისის შესახებ საჯარო განცხადებისთვის, თუ:
ა) მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ;
ბ) კონტრაქტის გაფორმებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა;
გ) ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ პროდუქციის ან სერვისის შეძენაზე.

3. მომხმარებლის უფლებები ნაკლის მქონე პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს შეუძლია, “ტექსონს” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქციის უფასო რემონტი ან შენაცვლება, ფასის შემცირება) ან გავიდეს კონტრაქტიდან.
პროდუქციის რემონტი და ჩანაცვლება მომხმარებლის პრიორიტეტული უფლებებია. მომხმარებელს შეუძლია, “ტექსონს” მოსთხოვოს პროდუქციის უფასო რემონტი ან ჩანაცვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არაპროპორციულ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს.
პროდუქცია რემონტირებული ან ჩანაცვლებული უნდა იქნეს რეალისტურ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეზღუდვა პროდუქციის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქცია შეიძინა.
პროდუქციის უფასო რემონტი ან ჩანაცვლება გულისხმობს “ტექსონის” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ტრანსპორტირების, შრომისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქციის კონტრაქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს პროდუქციის ფასის შემცირება ან უარი თქვას კონტრაქტზე, თუ არსებობს შემდეგი პირობებიდან რომელიმე:
ა) თუ რეალისტურ ვადაში პროდუქციის რემონტი ან ჩანაცვლება შეუძლებელია;
ბ) “ტექსონმა” პროდუქცია რეალისტურ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა კონტრაქტის შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) “ტექსონის” მიერ პროდუქციის რემონტი ან ჩანაცვლება მომხმარებელს მნიშვნელოვან შეზღუდვას შეუქმნის.
მომხმარებელს შეუძლია, კონტრაქტიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს კონტრაქტის შეუსრულებლობით მიღებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მომხმარებელს არ შეუძლია, უარი თქვას კონტრაქტზე, თუ პროდუქციის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არაპროპორციულია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) პროდუქციის ან სერვისის ფასი მისი კონტრაქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) პროდუქციის ან სერვისის კონტრაქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის დონე;
გ) პროდუქციის ნაკლის მომხმარებლისთვის შეზღუდვის შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

4. მიწოდების საფასურის ანაზღაურების პირობები მიუღებელი პროდუქციის შემთხვევაში

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიწოდების სერვისის გამოყენებით შეკვეთილ პროდუქციას მითითებულ მისამართზე ან/და შეთანხმებულ ადგილას, შეთანხმებულ დროს, კურიერისგან არ მიიღებს, მომხმარებელი ვალდებულია ანაზღაუროს მიწოდების სრული საფასური, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია მას არ გადაეცა. მომხმარებლის მიერ პროდუქციის მიუღებლობის შემთხვევაში, “ტექსონი” მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას პროდუქციის ხელახალი მიწოდების ორგანიზების ან შეკვეთის გაუქმების შესახებ. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება პროდუქციის ღირებულება, მაგრამ არა მიწოდების საფასური. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელმა “ტექსონს” დროულად აცნობა პროდუქციის მიღების შეუძლებლობის შესახებ და მხარეები შეთანხმდნენ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე.

5. კომერციული გარანტიის პირობები

ნივთი შეიცვლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ნივთს გახსნისთანავე, შეძენის მომენტში, “ტექსონის” წარმომადგენლის თანდასწრებით დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;
თუ შეძენილ ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და სოფტვერული ხარვეზი), და მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთი წარდგენილ იქნა ავტორიზებულ სერვისცენტრში, რომელიც შეცვლის აქტით ადასტურებს ნივთის ქარხნულ დეფექტს;
თუ ნივთი ვერ შეკეთდა ავტორიზებულ სერვისცენტრში მისი გარანტიული ვადაში წარდგენიდან რეალისტურ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა; იმ შემთხვევაში, თუ ნივთის რემონტისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვისცენტრში, მაშინ რემონტის ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.
ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ განსხვავების დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთის გაცვლით, რომელიც შეცვლის მომენტში “ტექსონის” გაყიდვაშია. ნივთის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან.

6. დაცვის ვადები და ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მტკიცების პასუხისმგებლობა

საგარანტიო მომსახურება ნიშნავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შემთხვევაში მყიდველის უფლებას, პროდუქტის შესყიდვიდან 2 (ორი) წლის პერიოდში მოთხოვოს მისი უფასო შეკეთება ან ჩანაცვლება, ხელშეკრულებიდან გამოსვლა, ღირებულების დაკლება, როდესაც საგარანტიო პერიოდში ნივთში ნაკლოვანება გამოვლინდება.
როდესაც მყიდველმა საქონლის ნაკლი საქონლის ფლობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში დაადგინა, საპირისპიროს დასტურამდე ითვლება, რომ ნაკლოვანება არსებობდა საქონლის ჩაბარებისას, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან ეს რეალურია. ამ სიტუაციაში მტკიცების ვალდებულება მოვაჭრეზეა. თუ მყიდველმა საქონლის ნაკლი საქონლის ფლობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ შენიშნა, იმის დამტკიცების პასუხისმგებლობა, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის ჩაბარებისას, მყიდველს ეკისრება.
მყიდველს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ სავაჭრო პოლიტიკის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში გამოვლინდა.
ამ პუნქტის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება მეორადი საქონლის ყიდვაზე. ასეთი საქონლის ყიდვისას ამ პუნქტის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში “ტექსონის” პასუხისმგებლობა მხარეებს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.

II. თავი - დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ გაფორმებული ხელშეკრულება

მყიდველის მიერ საქონლის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად კომპანიის ვებ-გვერდის www.blueb.ge მეშვეობით.
პროცესის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი წარმოადგენს მყიდველის რეგისტრაციას ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, სადაც იგი გაიცნობს კომპანიის ვებგვერდის გამოყენების წესებს და შესაბამის პირობებს, ასევე ამ სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოიხატავს თანხმობას, რომ იგი გაცნობილია და ეთანხმება, რომ კომპანიასა და მყიდველს შორის ხელშეკრულება ჩამოყალიბდეს დისტანციური კომუნიკაციის მეშვეობით.

6. დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლება

საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მყიდველს შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი მიზეზის მიუხედავად გამოაცხადოს უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს პერიოდი ითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების დროს − ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) ყიდვის ხელშეკრულების დროს − მყიდველის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების კომპანიისა) საქონლის ფლობაში მიღებიდან;
გ) მყიდველის მიერ საქონლის ნაწილობითი შეკვეთის შემთხვევაში − მყიდველის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების კომპანიისა) ბოლო ნივთის ფლობაში მიღებიდან;
დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების დროს − მყიდველის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების კომპანიისა) ნივთის ფლობაში პირველად მიღებიდან.
მყიდველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას არ ეკისრება რაიმე ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მყიდველმა “ტექსონის” მიერ შემოთავაზებული სტანდარტული მიწოდების სერვისზე უფრო ძვირი მიწოდების სერვისი აირჩია ან საქონლის ღირებულება შემცირდა ისეთი გამოყენების შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ იყო საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონალური თვისებების დადგენასთან. საქონლის ღირებულების შემცირების შედეგად წარმოშობილი განსხვავების დაფარვის ვალდებულება მყიდველს არ ეკისრება, თუ “ტექსონმა” მას კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ გადაუცემია.
მყიდველის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის განცხადება ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გაწევას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
მყიდველი ვალდებულია “ტექსონს” ამ პუნქტის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1) ან სხვა მტკიცებულება, რომელიც გამოხატავს მყიდველის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლების განსაზღვრულ ვადაში განხორციელების დამტკიცების ვალდებულება მყიდველს ეკისრება.
მყიდველს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლება განახორციელოს ამ პუნქტის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შესახებ შეტყობინება “ტექსონს” განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის დამტკიცების ვალდებულება, რომ ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლება ამ პუნქტის შესაბამისად განხორციელდა, მყიდველს ეკისრება.
თუ “ტექსონი” მყიდველს არ გადაუცემს ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან სერვისის დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან სერვისის დაბრუნება შესაძლებელია ამ პუნქტის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.
თუ “ტექსონმა” მყიდველს ამ პუნქტის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში გადასცა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლების შესახებ, საქონლის ან სერვისის დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან ითვლება.

7. ყოველგვარი მიზეზის მიუხედავად ხელშეკრულებაზე უარის განცხადებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

მყიდველს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) “ტექსონმა” ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერვისი სრულად აღასრულა, მან სერვისის გაწევა მყიდველის წინასწარი შეთანხმებით დაიწყო და მყიდველმა იცოდა, რომ სერვისის სრულად მიღების შემთხვევაში მოკლებული იქნებოდა ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან სერვისის ღირებულება დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, რომელსაც “ტექსონი” ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოიქმნა;
გ) მიწოდებული საქონელი ან სერვისი მყიდველის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად მოთხოვნებზეა მორგებული;
დ) მიწოდებული საქონელი სწრაფად ფუჭდება ან მას მოკლე ვარგისობის ვადა გააჩნია;
ე) მას მიუვიდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამიტომ, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური სტანდარტების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების წამს, მისი თვისებებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
თ) მას ციფრული შინაარსი მიუვიდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მყიდველის წინასწარი შეთანხმებით დაიწყო და მყიდველმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის განცხადების უფლებას.

8. ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შედეგები

ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შედეგად გაუქმდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში “ტექსონი” ვალდებულია:
ა) მყიდველს გადახდილი თანხა, ასევე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, დაუგვიანებლად, ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. “ტექსონი” ვალდებული არ არის, მყიდველს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ არასტანდარტული ან “ტექსონის” მიერ შემოთავაზებული მიწოდების სერვისზე უფრო ძვირი მიწოდების სერვისის არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე მეთოდებით, რომლებიც მყიდველმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მყიდველი გადახდის სხვა მეთოდების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ყიდვის ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში “ტექსონს” უფლება აქვს, უარი განაცხადოს თანხის დაბრუნებაზე იმ დრომდე, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მყიდველისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ტექსონმა” თვითონ იკისრა საქონლის უკან წაღება.
ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია:
ა) “ტექსონს” ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ტექსონმა” თვითონ იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) ანაზღაუროს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ტექსონმა” თვითონ იკისრა ამ ხარჯის ანაზღაურება ან მყიდველს არ გადაუცემია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიქმნებოდა. სარეწის გარეთ გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მყიდველს სახლში მიეწოდება, “ტექსონი” ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.

დანართი 1

მყიდველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში ტექსონისათვის გასაგზავნი ფორმა
შპს “ტექსონი”
მისამართი: ოძისის N4
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406503458
ელ. ფოსტა: legal@blueb.ge
ტელ./ფაქსი: +995 558 66 02 80
შეკვეთის თარიღი: _______________
შეკვეთის მიღების თარიღი: _______________
მყიდველის სახელი: _______________
მყიდველის მისამართი: _______________
მყიდველის ხელმოწერა: _______________
ფორმის შევსების თარიღი: _______________
შენიშვნა: _______________

Shopping Cart
preloader