შესანიშნავი DSP ალგორითმები — ხმა, რომელს გაზიარებასაც ისურვებ მოწინავე ციფრული სიგნალის დამუშავების (DSP) ტექნოლოგია ამცირებს ხმაურს და ინარჩუნებს შენი საყვარელი ტრეკების ჟღერადობის დეტალებს სისუფთავესთან ერთად. EarFun-ის უნიკალური JumboBass ტექნოლოგიით შენთვის იხსნება ჯადოსნური მუსიკის სამყარო უზარმაზარი სტერეო ჟღერადობით.
ორი 55მმ დრაივერი და პასიური რადიატორები – იგრძენი ბასის ბიძგი განახლებული ორი მაღალი სენსიტიურობის დრაივერი უზრუნველყოფს სტერეო ხმას განსაკუთრებული სიწმინდითა და ნულოვანი დამახინჯებით. ორი გარე პასიური რადიატორი თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ეს Bluetooth სპიკერი. ბასი არამარტო გესმის, არამედ გრძნობ და ხედავ კიდეც.
შიდა და გარე რეჟიმები – წაიღე წვეულება ყველგან შიდა რეჟიმში ბასი სრულად გაწონასწორებულია ხმის ბალანსთან ერთად, ხოლო გარე რეჟიმში გვხვდება შედარებით მაღალი ხმა. მიუხედავად მცირე ზომისა, EarFun-ის Bluetooth სპიკერი გთავაზობს ძლიერ ჟღერადობას 28W სიმძლავრით.
IP67 მტვერგაუმტარი და წყალგაუმტარი უსადენო სპიკერი წყალგაუმტარია (IP67), დაცულია EarFun-ის ინოვაციური Sweatshield ტექნოლოგიით, დამზადებულია დალუქული და წყალგაუმტარი მასალებით.